სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული კონფერენციები მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები დღეს მესტიაში მართავენ შეხვედრას. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი აირჩიეს, ასევე აირჩიეს მესტიის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრებიც.