„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა

„ქართულმა ოცნებამ“ ყაზბეგის მერობის კანდიდატი დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურ ავსაჯანიშვილი ამომრჩევლებს პირადად წარუდგინა. ღონისძიება სტეფანწმინდაში გაიმართა. ისაუბრეს განსახორციელებელ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე. ბაკურ ავსაჯანიშვილის თქმით, ადგილობრივების პრობლემებს კარგად იცნობს და გუნდთან ერთად მოგვარებაზე იზრუნებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრამები განხორციელდა. მომდევნო სამ წელიწადში კი, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა იგეგმება.