ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, სადაც სამი კვირის წინ ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა გოგი მეშველიანმა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბოლნისში, თეთრიწყაროში, წალკასა და დმანისში ადგილობრივებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.