ხმაურიანი კანონპროექტი განსახილველად ბრუნდება – თითქმის ერთი წლის შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ „ქართული ოცნება“ ხელახლა წარადგენს. თუმცა, კანონპროექტში ტერმინი უცხოური აგენტი შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. გადაწყვეტილების შესახებ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. აღნიშნულს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციაში.
თეონა ხუბულავა გვიერთდება თემით პირდაპირ ეთერში.