„ქართული ოცნების“ ინიციატივა

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიას მმართველი გუნდი პარლამენტში, სავარაუდოდ, დღეს დაარეგისტრირებს. ამის შესახებ განცხადება ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ გააკეთა. მისი თქმით, თუ საგამოძიებო კომისია 1%-იან ცდომილებას მაინც დააფიქსირებს, ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.

საპარლამენტო უმრავლესობა, ყველა მხარეს, მათ შორის ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიაში მაქსიმალური ჩართულობისკენ და განცხადებების ფაქტებით გამყარებისკენ მოუწოდებს. კუჭავას შეფასებით, ოპოზიცია ამომრჩევლის არჩევანის რევიზიას ცდილობს, თუმცა, მისი თქმით, მსგავს განცხადებებს ფაქტებით გამყარება სჭირდება.