„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საჭიროებაზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტიის გზავნილები არარეალურია და ისინი მარცხისთვის არიან განწირულები. სახელისუფლებო გუნდი კი დარწმუნებულია გამარჯვებაში. თუმცა მათი თქმით, გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება.