მმართველი გუნდის წინასაარჩევნო გზავნილები მეორე დღეა შეფასებების თემაა. ოპოზიცია ხელისუფლებას ცრუ დაპირებებსა და ანტიდასავლურ ქმედებებში ადანაშაულებს. „ქართულ ოცნებაში“ კი 26 ოქტომბრის არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებენ, რომლითაც მოსახლეობამ „ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. ევროინტეგრაციის გზაზე ღირსებით სვლა, სოციალური პირობების გაუმჯობესება, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლება“ – ასეთი იყო მმართველი პარტიის ლიდერების ის გზავნილები, რომლებიც მოსახლეობასთან შეხვედრისას, ამჯერად თელავში გაჟღერდა.