„ქართული ოცნების“ ღონისძიებას მხარდამჭერები რეგიონებიდანაც დაესწრებიან
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები რეგიონებიდანაც დაესწრებიან. ზუგდიდიდან 06:00 საათზე გამოემგზავრა ავტომობილების კოლონა და როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, ღონისძიებაზე დასასწრებად ზუგდიდიდან თბილისში 6 000 ადამიანი ჩამოვა. მან კატეგორიულად უარყო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, მოსახლეობის იძულებით წაყვანის შესახებ. მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფმა მხოლოდ მსურველთა ტრანსპორტირება უზრუნველყო.