პოლიტიკურ წრეებში მმართველი პარტიის მიმართვას საკმაოდ მძიმე რეაქციები მოჰყვა, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც წერილში მწვავე კრიტიკის მთავარი ობიექტია. ოპონენტებმა დღევანდელი განცხადებიდან საზოგადოების დაშინებისა და ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობები ამოიკითხეს.
დარჩება თუ არა „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში და მოახერხებს თუ არა შედეგების გაუმჯობესებას ოპოზიცია, რომელიც არჩევნებზე ოთხი ცენტრის სახით იქნება წარმოდგენილი – პროგნოზები რადიკალურად განსხვავებულია. დღეს გამოქვეყნებულ წერილში დასახელებულ საფრთხეებს ოპოზიციური სპექტრი პროპაგანდად მიიჩნევს.
როგორია გამოხმაურება ოპოზიციურ ფლანგზე, თამუნა წიკლაურს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.