წინასაარჩევნო რიტორიკა და პოლიტიკური ურთიერთბრალდებები მძაფრდება. მმართველი გუნდი ოპოზიციას შეიარაღებული ამბოხისთვის ნიადაგის მზადებაში ადანაშაულებს. კონკრეტული პარტიები არ დასახელებულა. ახსენეს მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია და „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე შტაბი, რომელიც, „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით რევოლუციურ სცენარს ამზადებს. სახელისუფლებო გუნდი საკუთარ პოზიციას ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ სოციოლოგიური გამოკითხვის დროს დასმული კითხვით და თბილისის მერიაში გაგზავნილი წერილით ამყარებს.
ბრალდებებს ადრესატების მძაფრი რეაქციები მოჰყვა.