„ქართული ოცნების“ განცხადება 

არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების რისკი და უსათუოდ მოიმატებს სიცრუის ტირაჟირების ინტენსივობა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს საარჩევნო გარემოზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად „დიპფეიკი“. როგორც კობახიძე განმარტავს, ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.