„ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო უბნებზე პროვოკაციებისთვის ემზადება. განცხადება ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
„ქართული ოცნების“ ლიდერის ინფორმაციით, პარტიული აქტივი უკვე აღჭურვეს ჩამწერი მოწყობილობებით. ამასთან, მისი თქმით, ოპოზიია მოუწოდებს საკუთარ დამკვირვებლებს, რაც შეიძლება ბევრი საჩივარი დაწერონ და ელექტრონულად ატვირთონ საკუთარ გვერდზე. მდინარაძემ ჟურნალისტებს მსგავსი საჩივარიც წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, ერთ-ერთმა აქტივისტმა წინასწარ დაწერა.
მამუკა მდინარაძე მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.