„ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ ტესტს უწოდებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მცირე პარტიები „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ არიან და იმედოვნებენ, რომ ისინი შეძლებენ ამ გავლენისგან გათავისუფლებას.