ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები განმარტავენ, რომ მმართველი გუნდის განცხადებები მოღალატეობრივია და ამით სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები რუსეთის ნარატივს იმეორებენ. ხოლო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ამ საკითხის გამოძიება „ქართულ ოცნებას“ ადრეც შეეძლო და აღნიშნული გადაწყვეტილება ახლა წინასაარჩევნო სპეკულაციაა.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება