„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება

„ქართული ოცნება“ „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ტოვებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, „ევროპის სოციალისტურ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო.