უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად მმართველი გუნდი პრეზიდენტთან კონსულტაციებში არ ჩაერთვება.
საპარლამენტო უმრავლესობა პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. როგორც ირკვევა, ეს გადაწყვეტილება „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გუშინდელი განცხადებების გამო მიიღო. იგულისხმება კომენტარები, რა დროსაც მმართველი პარტიის მისამართით რამდენჯერმე გამოიყენეს სიტყვა კინკლაობა. სახელისუფლებო პარტია ახლა პრეზიდენტისგან კანდიდატურის წარდგენას ელოდება, თუმცა უმრავლესობის ლიდერები კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ პროცესის მიმართ პესიმისტურად არიან განწყობილნი. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს დღეს სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ძველი განცხადებები შეახსენა და მის პოზიციას არასახელმწიფოებრივი უწოდა.