„ქართულმა ოცნებამ“ კახეთში კანდიდატები წარადგინა. პანკისის ხეობის სოფელ ომალოში ადგილობრივ მოსახლეობას შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა წარუდგინა. როსტომ ალხანიშვილს, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, პანკისის ოთხი სოფლის – ომალოს, დუმასტურის, ზემო და ქვემო ხალაწანის პრობლემებზე ზრუნვა და საკრებულოში მათი ინტერესების დაცვა მოუწევს.
შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინეს დღეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმაშიც. ზურაბ შინდელაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, უჯარმის მოსახლეობას სასმელი წყლისა და შიდა საუბნო გზების საკითხის მოგვარებაზე მუშაობას ჰპირდება.