საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და ბიზნეს-გარემოს განიხილავენ ჩინეთში.
პეკინში მმართველი პარტიის შეხვედრები გრძელდება. დელეგაცია დღეს ვაჭრობის და კომერციის მინისტრმა მიიღო. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ ჩინეთში მიმდინარე ვიზიტის მიმართ ინტერესი დიდია. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გარდა დღის წესრიგშია შუა დერეფნის პროექტის განხილვაც, რომელმაც უკრიანა-რუსეთის ომის და ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ალტერნატიულ მარშრუტში საქართველო გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. შეხვედრებზე მიღებული გზავნილების შეფასების გარდა „ქართული ოცნების“ ლიდერებს ოპონენტების კრიტიკაზეც უწევთ პასუხის გაცემა. სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანაში საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერთა ვიზიტი პოლიტიკური ვნებათაღელვის თემად რჩება.