„ქართული ოცნების“ დელეგაციის ჩინეთში ვიზიტი გრძელდება

გრძელდება „ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში. პეკინის შემდეგ, დღეიდან მაღალი რანგის შეხვედრები შანხაიში გაიმართება. მანამდე კი გუშინ, „ქართული ოცნების“ ლიდერები ჩინეთის ვაჭრობის და კომერციის მინისტრმა მიიღო. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების გარდა, დღის წესრიგშია შუა დერეფნის პროექტის განხილვაც, რომელმაც უკრაინა-რუსეთის ომისა და ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.