„ქართული ოცნების“ და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა ხვალ გაიმართება
პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის ბიუროს წევრების შეხვედრა ხვალ გაიმართება.
პირველი არხის ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში შედგება და მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება.
განსახილველი საკითხი პარტიული დისციპლინა და უმრავლესობის წევრების მიერ ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიმართ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები იქნება.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ბიუროში წარმოდგენილი არიან უმრავლესობიდან როგორც კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე ვიცე-სპიკერატი და ფრაქციის თავმჯდომარეები.