29 აპრილს პარლამენტის წინ მომხრეებთან ერთად შეკრებას გამართავს „ქართული ოცნება“. პარტიაში განმარტავენ, რომ საყოველთაო შეკრების თხოვნა მხარდამჭერებისგან მიიღეს. წინასწარ ცნობილია, რომ დაანონსებულ აქციას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. ოპოზიცია დაგეგმილ შეკრებას საზოგადოების გაყოფისკენ და დაპირისპირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ეს განსაკუთრებით საფრთხის შემცველი მაშინ იქნება, თუ სწორედ 29 აპრილს დაინიშნება კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით და ოპოზიციის მხარდამჭერები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას გადაწყვეტენ.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საზოგადოებას შორის დაპირისპირებაზე საუბრით ოპოზიცია წინასწარ ცდილობს დაანონსებული აქციის დისკრედიტაციას.