26 ოქტომბერს, პარლამენტის პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ყველა მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ დელეგატები ცოტა ხნის წინ დაასახელა. ბათუმში მმართველი გუნდის დელეგატი საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, რამაზ ჯინჭარაძე იქნება.
ქობულეთში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი – ცოტნე ანანიძე, ხელვაჩაურში საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – მინდია დიასამიძე, ქედაში – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მამუკა თურმანიძე, შუახევში უმაღლესი საბჭოს დეპუტატი – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოში კი მოქმედი მერი – ვახტანგ ბერიძე.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, დელეგატები პროფესიონალიზმისა პასუხისმგებლობის ნიშნით შეარჩიეს.