„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს.
ამ დროისთვის პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია რეგისტრირებული:
მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”;
ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო”;
შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;
დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.