„ქართული ოცნება“ სახალხო შეკრებას აანონსებს

პოლიტიკური მღელვარების თემა ხდება მმართველი გუნდის გადაწყვეტილება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გარშემო არსებული პროტესტის ფონზე ხელისუფლება საკუთარ მხარდამჭერებს პარლამენტთან იწვევს. აქცია საყოველთაო-სახალხო შეკრების სახელწოდებით 29 აპრილისთვის დაიგეგმა. „ქართული ოცნება“ გამოსვლის მასშტაბურობაში დარწმუნებულია. შეკრებაზე პოლიტიკაში დაბრუნებული და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ არჩეული ბიძინა ივანიშვილის მისვლაც დაანონსდა. რა მიზანი აქვს გამოსვლას – მმართველი პარტია გადაწყვეტილებას თავად მათივე მხარდამჭერების თხოვნით და მიმართვით ხსნის. ხელისუფლება რეზონანსული ინიციატივის საპასუხოდ დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს მრავალრიცხოვნად არ მიიჩნევს და სურს, ოპონენტებს აჩვენოს, რომ საზოგადოების უმრავლესობა მის გვერდით დგას.

„ქართული ოცნების“ გეგმას კონტრაქციად და ხალხის დაყოფის მცდელობად აცხადებს ოპოზიცია. პროგნოზები და მოლოდინები არაერთგვაროვანია.

თეონა ხუბულავა არკვევდა, რა გეგმა და სტრატეგია შეიმუშავა მმართველმა გუნდმა თბილისში დაწყებული საპროტესტო აქციების საპასუხოდ.