„ქართული ოცნება“ ოთხმა წევრმა დატოვა

„ქართული ოცნება“ და პოსტები კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა – ლაგოდეხის, ჭიათურის, თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მიზეზად საზოგადოებასთან უფრო ღიად საუბრის საჭიროება დაასახელეს. მათი თქმით, პარლამენტის სამი დეპუტატის გადაწყვეტილებამ მათ შესაძლებლობა მისცა, ეს ნაბიჯი გადაედგათ. ისინი ყაველაშვილის წერილთან დაკავშირებით, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ შეკითხვები მათაც აქვთ.

საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილეები მუშაობას საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატებად გააგრძელებენ.