წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს „ქართული ოცნება“. მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ანანურში, ჭართალსა და ციხისძირში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილა. ხუნდაძის განცხადებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს სტაბილური განვითარებისა და მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას.