ლოკარნოს პრესტიჟულ კინოფორუმზე ქართული ფილმის პრემიერა გაიმართება. გიორგი ვარსიმაშვილის მოკლემეტრაჟიანი სურათი „არჩევანი“ 15 ნოველისგან შემდგარი ერთი საერთო ნამუშევრის ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 15-მა რეჟისორმა გადაიღო.
ახალგაზრდა კინორეჟისორების საერთო ნამუშევარს ლეგენდარული უნგრელი რეჟისორის, ბელა ტარის რჩეულ კინორეჟისორთა სექციაში აჩვენებენ.
ერთ-ერთ უძველეს და პრესტიჟულ ევროპულ კინოფორუმზე კონომოყვარულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფილმს აგვისტოში იხილავენ.