„ქართული მარშის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი გაბედავამ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბების წინ აქცია პერფორმანსი გამართა. გაბედავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნება“ შეთანხმებულად მოქმედებენ. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მმართველმა გუნდმა ზონდერ პროკურორები და მოსამართლეები დააწინაურა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ანი წითლიძის თქმით, ისინი გამარჯვებისთვის ემზადებიან, გაბედავა რუსეთის აგენტია. „ქართულ ოცნებაში“ ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.