საგანგებო განცხადება გააკეთეს „ქართული მარშის“ ლიდერებმა.
სანდრო ბრეგაძის თქმით, საქართველოში ლიბერალური ძალების მხრიდან იგეგმება არჩევნების გაყალბება. მისი განმარტებით, მიზანი პოლიტიკიდან ეროვნული ძალების ჩამოშორებაა. ბრეგაძის თქმით, სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, „ქართული მარში“ 70 000 ხმას იღებს. ხმების მოპარვის შემთხვევაში „ქართული მარში“ საპროტესტო აქციებს აანონსებს.