პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში ეროვნების გრაფის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს „ქართული მარში“.
მოძრაობის გენერალური მდივნის, ირაკლი შიხიაშვილის თქმით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მათი მოთხოვნა უკვე დაამტკიცა და იმისთვის, რომ ინიციატივა კანონად იქცეს, 25 ათასი ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. შიხიაშვილის განცხადებით, მათი მოძრაობა ქართველ ხალხთან ერთად გეგმავს განახორციელოს და დაიცვას ყველა ეროვნული ინიციატივა.