პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა“ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით პერმანენტული აქციების გამართვას აანონსებს.
პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები დღეს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და დავით გარეჯის მიმართულებით ავტომანქანებით მსვლელობა გამართეს. გზად ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შეჩერდნენ და არჩევნებიდან პარტიის მოხსნა მოითხოვეს. დავით გარეჯში ჩასვლის შემდეგ აქცია სამონასტრო კომპლექსთანაც გამართეს.