ძველ თბილისში „ქართული კუთხეების ფესტივალი“ გაიხსნა. ფესტივალში 60-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია, ასევე თაფლის, ჩირის, ყველისა და სხვა პროდუქციის მწარმოებელი მცირე მეწარმეებიც მონაწილეობდნენ. ღონისძიება ყოველწლიურია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით იმართება. თბილისის გარდა, ფესტივალს იმერეთი, რაჭა, გურია, სვანეთი, სამეგრელო და სამცხე-ჯავახეთი მასპინძლობს.