დანიაში ქართული კულტურის დღეები რეჟისორ ნანა მჭედლიძის ფილმით „პირველი მერცხლის“ ჩვენებით დასრულდა. ღონისძიებები 24 სექტემბერს დაიწყო . პროგრამის ფარგლებში ფესტივალის სტუმრები ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური საშემსრულებლო ხელოვნებასა და კულტურას გაეცნენ.