დანიაში ქართული კულტურის დღეები გრძელდება. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმის, „მონანიების“ ჩვენება გაიმართა. ღონისძიებები 3 ოქტომბერს დასრულდება. პროგრამა ქართული ტრადიციული სიმღერისა და ცეკვის, ვიზუალური და თეატრალური ხელოვნების წარმოჩენას ითვალისწინებს.