ქართული კულტურის დღეები ანტვერპენში

ანტვერპენში მოქმედ წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიასთან არსებული ლიტერატურული თეატრის, „ჩვენ დავბრუნდებით“ ხელმძღვანელის, მანანა ხორბალაძის თაოსნობით, ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ბელგიასა და საფრანგეთში მცხოვრებმა ემიგრანტმა თეატრალებმა და თბილისიდან მიწვეულმა მსახიობებმა, მაყურებელს კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, სპექტაკლები: „ოთარაანთ ქვრივი“ და „დიდოსტატის მარჯვენა“ წარუდგინეს. ასევე ნაჩვენები იყო რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი „მგზავრი წერილებით“. ბელგიაში მცხოვრებმა მოზარდებმა მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამაც წარმოადგინეს.