ქართული დელეგაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, იორდანიაში იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვედრების გარდა, მთავარი ღონისძიება იმ ადგილას გაიმართა, რომელიც ახლა უკვე საქართველოს კუთვნილებაა. სამსაუკუნოვანი წყვეტის შემდეგ, ჩვენი ქვეყანა წმინდა მიწაზე ბრუნდება. საქართველოს კუთვნილ 4 000 კვადრატულ მეტრზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა იგეგმება.
თამარ წიკლაური და გიორგი კიკვაძე დეტალებით წმინდა მიწიდან.