ქვევრი იტალიის ძველ ქალაქში.
ქართული ღვინის ისტორიას და მისი დამზადების უნიკალურ ტრადიციებს ქალაქ მერანოში გაეცნენ, სადაც ღვინის ყოველწლიურ ფესტივალს უმასპინძლეს. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულმა მეღვინეებმა და სომელიეებმა რამდენიმე სახეობის ქართული ღვინო დააგემოვნეს და ქართველი მწარმოებლებისგან მათი დამზადების ძველ და თანამედროვე მეთოდებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.