ქართული ხელოვნებისა და დიზაინის კვირეული ლიეტუვაში

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიეტუვაში ქართული ხელოვნებისა და დიზაინის კვირეული მიმდინარეობს. „მაღალი მოდა სიკეთისათვის” საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დიზაინერის, ირაკლი ნასიძის კოლექციების ჩვენება გაიმართა. ღონისძიებაზე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.