ვლადიმერ პუტინის მუქარის პირველი ნაბიჯი. რუსეთი ქართულ ალკოჰოლურ სასმელზე კონტროლს ამკაცრებს. უკავშირდება თუ არა ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება პრეზიდენტის ბოლო დღეებში გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებებს. კითხვა აქტუალური რუსეთის მთავარი სანიტარული ორგანოს ოფიციალური განცხადების შემდეგ გახდა, სადაც წერია, რომ ბოლო 6 თვეში შესული ქართული ღვინის მხოლოდ 0, 1 % არ შეესაბამებოდა უმაღლეს სტანდარტს.
მიუხედავად მინიმალური მაჩვენებლისა, პროდუქციის ხარისხის კონტროლი მაინც გამკაცრდა.