მხარდაჭერა ქართველ მეღვინეებს.
ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისთვის ახალი პროგრამა იწყება. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გამოფენების, დეგუსტაციის და ფესტივალების აქტიურად მოწყობა იგეგმება. მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი პროექტი კონკურსების ჩატარებას და საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს. მეღვინეობის დარგის განსავითარებლად დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეობის პირობები გაწერილია. განაცხადების მიღება დაიწყო.