ღვინის ეროვნულ სააგენტოში ქართული ღვინის განვითარების სტრატეგია მომზადდა. დოკუმენტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით შემუშავდა, კონკრეტულად კი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, „საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის“ ინტეგრირებული ექსპერტის, ბერტჰოლდ ზაიტცის მხარდაჭერით.
დოკუმენტი მოიცავს საქართველოს ღვინის სექტორის მიმოხილვას და განვითარების ხედვას. გრძელვადიანი სტრატეგია შედგება რამდენიმე მიმართულებისგან. კერძოდ, სტრატეგიის მიზანია, ქართული ღვინის ხარისხის, მისი ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.