საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, კალიფორნიაში ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა. რიგით მეხუთე ღონისძიების სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავის ფესტივალს“ და ქართული ღვინის დეგუსტაციას. ღონისძიება საქართველოს საკონსულოში გაიმართა და მას მასტერ-სომელიე ტეილორ პარსონსი უძღვებოდა.