ქართული ღვინო მასშტაბურ საერთაშორისო ფესტივალზე.
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ისტორიულ სასახლეში შეკრებილი მეღვინეები, ბლოგერები, იმპორტიორები და სფეროს წარმომადგენლები ქართული კომპანიების პროდუქციას აგემოვნებენ. ფესტივალში 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. ღონისძიებაზე, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მონაწილეებს ახალი ბაზრების ათვისების და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ.