აბასთუმნის ტუბ-დისპანსერის ყოველდღიურობა დოკუმენტურ ფილმად იქცა.
რეჟისორმა, რომელიც წლების წინ თავადაც ტუბერკულოზით იყო დაავადებული, სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი ადამიანების ისტორიები და იქ არსებული გარემო საკუთარ დოკუმენტურ ნამუშევარში აღწერა. ფილმმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმატებას უკვე მიაღწია.
ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში, ქართულ-პოლონურმა ნამუშევარმა ბარსელონაში საერთაშორისო ფესტივალზე აიღო. „ჯადოსნური მთა“ საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს. ქართველი მაყურებელი კი ფილმს „სინედოკ თბილისზე“ იხილავს.