ქართული ფილმის პრემიერა

„პეპლების იძულებითი მიგრაცია“ – კინოთეატრ ამირანში ნანა ჯორჯაძის ფილმის პრემიერა გაიმართა.

ნამუშევარი რთული სოციალური და მატერიალური რეალობის წინაშე აღმოჩენილ ხელოვანებზე მოგვითხრობს. სცენარი, რომელზეც თავად რეჟისორმა იმუშავა, სწორედ ამ პრობლემებიდან გამოსავლის მოძიების ცდაა. მცდელობა კომპრომისებით, აბსურდით და ბედნიერი მომავლის მუდმივი მოლოდინითაა სავსე. ფილმი საზოგადოებრივი მაუწყებლის მონაწილეობით გადაიღეს. მისი ნახვა კინოთეატრებში იანვრის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.