ქართველი ხელოვანების აღიარება პრესტიჟულ საერთაშორისო ფესტივალზე.
სან სებასტიანის წლევანდელი კინო-ფესტივალი ქართული კინემატოგრაფიისთვის გამორჩეული აღმოჩნდა. ჯილდოები მიიღეს მხატვრულ ფილმ „დასაწყისის“ რეჟისორმა, სცენარის ავტორებმა და მსახიობმა. ამავე ფილმს ერგო ფესტვალის მთავარი პრიზიც.
დეა კულუმბეგაშვილის ფილმში „იეჰოვას მოწმეთა“ თემი, მათი ცხოვრება და სირთულეებია ნაჩვენები. სან სებასტიანის ტრიუმფატორ კინოსურათს ოქტომბერში ნიუ იორკის კინოფესტივალის საკონკურსო სექციაშიც წარადგენენ.