ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი მიმდინარეობს. ფესტივალის მეორე დღემ, რომელიც მრავალფეროვან კულტურულ აქტივობებთან ერთად სპორტულ ღონისძიებებსაც მოიცავდა, სრული ანშლაგით ჩაიარა. ფესტივალი 24 მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება და ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება.
ღონისძიებები კულტურის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იმართება.