გიორგი მამარდაშვილმა პირველ არხთან ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა კარგი ფეხბურთი აჩვენა და ოთხივე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა. როგორც საქართველოს ნაკრების მეკარე აღნიშნავს, ის დარწმუნებულია გუნდის შესაძლებლობებში და იმედოვნებს, რომ ისევ დაბრუნდებიან დიდ ტურნირებზე და გაახარებენ ქვეყანას. საქართველოს ნაკრების მეკარეს ტურნირზე ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში 30 მოგერიება ჰქონდა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ მაჩვენებლით გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე იგორ აკინფეევია, რომელსაც ევრო 2008-ზე 32 მოგერიება დაუგროვდა, მესამეზე კი იტალიელი მეკარე, ფრანჩესკო ტოლდოა, რომელმაც ევრო 2000-ზე მამარდაშვილის მსგავსად, 30 „სეივი“ შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ტოლდოს ამისთვის 6 მატჩი დასჭირდა, აკინფეევს კი 5, მამარდაშვილს კი – მხოლოდ 4.