ქართული ფეხბურთის ახალი პერსპექტივა

წარმატებული დებიუტი ევრო 2024-ზე და საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენად იქცა.

წინ ახალი გამოწვევები და გაზრდილი შანსია. ისტორიულმა მოვლენამ საქართველოს ნაკრების და მისი წევრების მიმართ ინტერესი მკვეთრად გაზარდა. გამორჩეულმა ასპარეზობამ გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები „ჯვაროსნების“ განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე აალაპარაკა და ახალი პერსპექტივები გააჩინა. ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებზე საუბრობენ მეტოქე გუნდების მწვრთნელები თუ ვეტერანი ფეხბურთელები. ყველა აღიარებს და თანხმდება, რომ საქართველოს სახელით საერთაშორისო ტურნირზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი გუნდი ასპარეზობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ნაკრების რამდენიმე წევრთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. განიხილება ცნობილ და გავლენიან საფეხბურთო კლუბებში ტრანსფერები. „ჯვაროსნების“ მთავარი გეგმა და პრიორიტეტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა და შესარჩევი ეტაპისთვის მომზადებაა. ერთა ლიგა სექტემბერში იწყება.