რეპორტაჟში გაიცნობთ ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც ყოველ დღე 10 კილომეტრს გადის, რომ მოსწავლეებს ქართული ენა და მათემატიკა ასწავლოს. მისი სკოლა საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე მდებარე სოფელ ხოჯორნიშია. ქამრან აფანდიეევი ქართულს ასწავლის როგორც ეთნიკურ სომეხ ისე აზერბაიჯანელ ბავშვებს. სკოლის შემდეგ კი პედაგოგიურ საქმიანობას უკვე მოზარდებსა და ზრდასრულებთან განაგრძობს. ამისთვის მან საკუთრ სახლში ახალი აზროვნების ინსტიტუტი დაარსა.
რუსუდან ლოლაძე და ირაკლი თელაურიძე დეტალებით.